წრის გეგმა იხილეთ ბმულზე:
1.
2019 წლის 11 თებერვალს 11 კლასის მოსწავლეებან განხორციელდა
ისტორიის წრის პირველი შეხვედრა.
მოსწავლეებმა იმუშავეს ეგვიპტის სახელმწიფოს შესახებ.მათ წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა ეგვიპტის შესახებ.მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად,გამოვიყენე გაჩერებებით სწავლის
მეთოდი,მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული ინფორმაცია,შეხვდრის ბოლოს განვახორციელეთ
სიტყვათა კლასიფიკაცია ,რასაც მოსწავლეებმა წარმატებით და ხალისიანად გაართვეს თავი.
2. 2019 წლის 25 თებერვალს პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში ჩატრდა წრის მეცადინეობა 11 კლასის
მოსწავლეებთან.მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა, ვიქტორინა რომის ისტორიის შესახებ.მოსწავლეებმა
იმუშავეს ჯგუფურად გამოვლინდა საუკეთესო ჯგუფი.ამავე შეხვედრაზე ოკუპაციის დღესთან
დაკავშირებით მოწავლეებმა ნახეს ფილმი მარო მაყაშვილის შესახებ,გაეცნენ მის ჩანაწერებს
და გამოხატეს ემოციები და მოსაზრებები.
3.
2019წლის 7
მარტს პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის
11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ისტორიის წრის მეცადინეობა.მოსწავლეებმა იმუშავეს წერილობით
წყაროებზე.მოსწავლეები გადანაწილდნენ წყვილებად და გააკეთეს ისტორიული წყაროს ანალიზი. დასასრულს მოახდინეს
შეჯამება.
No comments:
Post a Comment