სამოდელო გაკვეთილის გეგმები

I სამოდელო გაკვეთილი


გაკვეთილის გეგმა-სამოდელო (პრობლემაზე ორიენტირებული)
სკოლა-სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური/კლასი  -  9 საბაზო
საგანი -სამოქალაქო განთლება
წამყვანი მასწავლებელი მზია კიპაროიძე
დრო-45 წთ.
მოსწავლეთა რაოდენობა-17 (სსსმ მოსწავლე არ არის)
ორგანიზების ფორმა -ინდივიდუალური,წყვილები
რესურსები:დაფა,ცარცი,ფლიპჩარტი,მარკერი,პროექტორი,საპრეზენტაციო დაფა,ამონარიდი ირ.ევდოშვილის მოთხრობიდან „ორი ობოლი”,საპრეზენტაციო მასალა,ვიდეორგოლი  „ეს საქართველოა სამწუხაროდ“
გაკვეთილის თემა : ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია და  ქუჩის ბავშვები                 
ე.ს.გ. მოქ.IX  .9  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
·         გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ,ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება

·         აანალიზებს ადამიანის უფლებებს.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ბავშვთა უფლებების შესახებ.იმსჯელებენ  ქუჩის ბავშვების შესახებ,გამოკვეთენ  პრობლემას,იმსჯელებენ გადაჭრის გზებზე და  გაიაზრებენ  ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობას.ხელი შეეწყობა  მსჯელობის,თანამშრომლობის,წერის,პრობლემის გადაჭრის ,მოსმენის უნარ-ჩვევების  და ადამიანის უფლებების,განსაკუთრებით  თანასწორობისადმი  დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას
ამოცანები
1  ვიდეორგოლის“ ეს საქართველოა სამწუხაროდ“  ჩვენება-
2   ტექსტის-"ორი ობოლი"(ავტ.ი. ევდოშვილი) პაუზებით კითხვა
3   სქემაზე მუშაობა
4    დისკუსია
5   წერითი დავალება
6   გასასვლელი ბარათების შევსება
წინა პირობები:
·         იციან უფლებები,იციან საზოგადოება,იციან დისკუსიის წესები,იციან სქემაზე მუშაობა,იციან ბავშვთა უფლებათა კონვენცია.

რესურსები:დაფა ,ცარცი,მარკერი,ფლიპ- ჩარტი,პროექტორი,საპრეზენტაციო დაფა,კომპიუტერი,გასასვლელი ბარათები. მოთხრობის ასლები,ვიდეორგოლი
1 ფაზა- გამოწვევა-დრო 5 წთ
მოსწავლეებს  მასწავლებელი უჩვენებს   ვიდეორგოლს და თხოვს- გამოთქვან ვარაუდები რა იქნება გაკვეთილის თემა.ამოცნობის შემდეგ კი გააცნობს გაკვეთილის მიზანსა და დაგეგმილ ამოცანებს,გააქტიურებს წინარე ცოდნას კითხვა-პასუხის მიხედვით.
2- ფაზა-სიღრმისეული წვდომა-დრო -30 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მოთხრობის ასლებს, აცნობს პაუზებით კითხვის ინსტრუქციას და სვამს შეკითხვებს .  კითხვის დასრულების შემდეგ . მოსწავლეები წვილებში იმუშავებენ, გამოკვეთენ პრობლემას  დაასახელებენ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს.  მოსწავლეებს ფლიპ-ჩარტზე გადააქვთ პრობლემა.დრო-15 წთ .
 მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს დისკუსიის წესებს, სადისკუსიო თემას,წერს დაფაზე -
„ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საზოგადოებას თუ სახელმწიფოს ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარებისას“.დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და მასწავლებელი ავალებს მათ" ბავშვთა უფლებათა კონვენციაში" მოძებნონ ის მუხლები-უფლებები,რომლებიც არ გააჩნდათ მოთხრობის მთავარ გმირებს და დატანონ ფლიპ-ჩარტზე
3- ფაზა  რეფლექსია--5წთ
მოიფიქრონ ერთ აქტივობა ,რომელი   ქუჩის ბავშვების პრობლემას მოაგვარებს.
გაკვეთილის შეჯამება- შეფასება.გასასვლელი ბარათების შევსება-5 წთ.
შეფასება მოხდება გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკით.

                                                       გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას


 II სამოდელო გაკვეთილი
საგანი: სამოქალაქო განათლება

მასწავლებელი-მზია კიპაროიძე
სწავლების საფეხური/კლასი:საშუალო/მეათე
გაკვეთილის ტიპი:ინტეგრირებული.სამოქალაქო განათლება/ ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის თემა:კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები იაკობ ხუცესის“შუშანიკის წამების „ მიხედვით
ე.ს.გ.მოქ.X.10 მოსწალეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის კვლევა და გამოყენება
·         ირჩევს რომელიმე კონფლიქტს თანაკლასელების ჯგუფთან ერთად  განიხილავს მას,განსაზღვრავს კონფლიქტის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება .ჯგუფთან ერთად მსჯელობს მის გამომწვევ მზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება
· აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით;
· თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა)
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები იმსჯელებენ კონფლიქტის შესახებ.გაანალიზებენ კონფლიქტის დადებით და უარყოფით მხარეებს და მოგვარების გზებს.
განუვითარდებათ :მსჯელობის,წერის, პრეზენტაციის,პრობლემის გადაჭრის,თანამშრომლობითი და სოციალური უნარ-ჩვევა
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.თხოვს მოსწავლეებს შეავსონ სქემა ,რომლის ერთ
მხარეს წერია მშვიდობა,მეორე მხარეს კონფლიქტი.მასწავლებელი ეკითხება რა ემოციები გაქვთ კონფლიქტის დასრულების შემდგომ ?   რატომ ასოცირდება კონფლიქტი ნეგატიურ ემოციებთან?მოსწავლეებს თხოვს გაიხსენონ
ქართული ლიტერატურიდან შუშანიკისა და ვარსქენის ოჯახურ კონფლიქტი
T სქემაზე მუშაობა
კითხვა -პასუხი
ინდივიდუალური
სქემა  მარკერი
10 წთ
2
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფ ჯგუფებად  და აძლევს დავალებებს
1-ჯგუფი-დაახასიათონ  „შუშანიკის წამების“ პერსონაჟები კონფლიქტური სიტუაციის ქცევის მოდელები  მიხედვით.

 2-ჯგუფი-დაალაგონ აღნიშნული კონფლიქტი ,კონფლიქტის ესკალაციის საფეხურების მიხედვით.

3--ჯგუფი რა ტიპის კონფლიქტი იყო შუშანიკისა და ვარსქენს შორის?ქრისტოფერ მურის კონფლიქტის მოგვარების  რომელ სტრატეგიას გამოიყენებდით შუშანიკისა და ვარსქენის კონფლიქტის მოსაგვარებლად და რატომ?რა შედეგებს მოიტანდა ამ მეთოდის ფართოდ გამოყენება?


პრეზენტაციის გაკეთების შემდეგ  მასწავლებელი  აკეთებს განმავითარებელი შეფასებას ჯგუფური მუშაობის სქემის მიხედვით. მოსწავლეებს აძლევს უკუ-კავშირს .

ქეისებად დაყოფა
დავალებების პრეზენტაცია
ჯგუფური
ფლიფჩარტი,მფლიპ-ჩარტი,მარკერი,წებოვანი ლენტი,სახელმძღვანელო
15წთ
3
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს საპრეზენტაციო მასალას კონფლიქტის შესახებ.შემდეგ გააცნობს სადიდკუსიო თემას“კონფლიქტი საფრთხე თუ გამოწვევა“.  შეახსენებს დისკუსიის ქცევის წესებს.დისკუსიის შემდეგ აძლევს უკუ-კავშირს
ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია








დისკუსია
მთელი კლასი
საპრეზენტაციო დაფა,კომპიუტერი პროექტორი.
10 წთ.
 4
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს წყვილებში მოიფიქრინ და დაწერონ 3 ქცევის წესი ,რომელსაც კლასში გამოიყენებდნენ ,რატა თავიდან აიცილონ ღირებულებათა კონფლიქტი.მოსწავლეებიშეადგენენ ქცევის წესებს და აწერენ ხელს და გამოფენენ კლასში
  
წერითი დავალება
წყვილები
რვეული კალამი,ფლიპჩარტი,მარკერი
5წთ
5
გაკვეთილის შეჯამება შეფასება მასწავლებელი  მოსწავლეებს ურიგებს გასასვლელ ბარათებს და თხოვს შევსებას

ინდივიდუალური
გასასვლელი ბარათები
5 წთ

შეფასება ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკით
                                                                            თარიღი:25.02.19
ჯგუფის წევრის მუშაობის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
1–5
6–7
8–10
მოსწავლე კარგად აცნობიერებს საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე საუბრობს კონსტრუქციულადსაკითხი სირგვლივ
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე ყურადღებით უსმენსსხვებს
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია განსხვავებული აზრის აღიარება და აზრის გამოხატვა ს ხვისი შეურაცხყოფის გარეშე
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია კომპრომისზე წასვლა ჯგუფის ინტერესებისათვის
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე სამუშაოს ასრულებსდროულად და ხარისხიანად
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის


ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)
ჯგუფები
მოსწავლეები (სახელი, გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I-ჯგუფი

II-ჯგუფი

III-ჯგუფი
გასასვლელი ბარათები
თემა- კონფლიქტები და მისი მოგვარების გზები
გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
მოსწავლის სახელი, გვარი(შეგიძლიათ არ დაწეროთ)
1 გაკვეთილის რომელი ნაწილი იყო თქვენთვის საინტერესო?


2.რომელ აქტივობაში იყავით წარმატებული?


3.რომელ აქტივობაში იყავით ნაკლებად ჩართული და რატ0მ?

4 რას მირჩევდით შემდგომი გაკვეთილების დაგეგმვისას?























No comments:

Post a Comment