სასწავლო რესურსები



1. რესურსი "მმართველობის ფორმები" იხილეთ ბმული:

რესურსის რეფლექსია
რესურსი „მმართველობის ფორმები“,რომელიც წარმოდგენილი მაქვს პპ ფაილში გამოვიყენე სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მე-9 კლასში.გაკვეთილის თემა იყო- მმართველობის ფორმები.
რესურსის შექმნა გადავწყვიტე იმ გარემოების გამო ,რომ სახელმძღვანელოში  არასრულყოფილად იყო მასალა მოცემული.
რესურსის მიზანი მოსწავლეებისათვის მმართველობის ფორმების გაცნობა და მაღალ სააზროვნო უნარებზე გაყვანა იყო. რესურსი დამეხმარა მიმეღწია დასახული მიზნისათვის. გავსულიყავი ე.ს.გ გათვალისწინებულ შედეგზე 
მოქ.IX.10 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა
·         ჩამოთვლის სახელმწიფოს დემოკრატიულ პრინციპებს და თითოეულის მიხედვით აახასიათებს საქარტველოს სახელმწიფოს მმარტველობას,ადარებს რომელიმე სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს ,ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას ,თუ რომელი მმართველობაა უკეთესი.
თითოეულ მმართველობის ფორმას თან დავურთე შეკითხვები ,რაც მოსწავლეთა გააქტიურებას უწყობდა ხელს,კითხვები ბლუმის მიხედვით მარტივიდან რთულისკენ იყო დალაგებული.
გაკვეთილის მიზნად დავისახე,რომ  მოსწავლეები მიიღებდნენ ინფორამციას მმართველობის ფორმების შესახებ,იმსჯელებდნენ მმართველობის რომელი ფორმაა უკეთესი და საქართველოს  შეადარებდნენ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს.აღნიშნული რესურსი დამეხმარა მოსეწავლეებისათვი დროის მცირე მონაკვეთში მიმეწოდებინა ინფორმაცია მმართველობის ფორმების შესახებ.რესურსი გამოვიყენე სიღრმისეული წვდომის ფაზაზე.
გაკვეთილზე გამოვიყენე ინდუქციური მიდგომა ,მოსწავლეებმა ჯერ კონკრეტული სახელმწიფო განიხილეს და გამართეს დებატები ამ სახელმწიფოს დადებით და უარყოფით მხარეებზე,ხოლო შემდეგ რესურსის გამოყენებით ვიზუალურად გაეცნენ მმართველობის სხვა ფორმებს და რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს დავანახე თუ რით განსხვავდებოდნენ მმართველობის ფორმები ერთმანეთისაგან,რამაც მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა კიდევ უფო აამაღლა.
რესურსის გამოყენებით მოსწავლეებმა აირჩიეს მმართველობის ის ფორმა რომელსაც ანიჭებდნენ უპირატესობას,მოიშველიეს არგუმენტები,დაასაბუთეს რატომაა დემოკრატიული მმართველობა სხვა ფორმებზე უკეთესი და შეადარეს საქართველო ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოს,რესურსმა ხელი შეუწყო მაღალი სააზროვნო უნარების -მსჯელობის,შედარების,მოსმენის განვითარებას
რესურსი მრავალჯერადი და მრავალფუნქციურია.მისი გამოყენება შეიძლება ისტორიის,გეოგრაფიის გაკვეთილებზე. შესაძლებელია მისი მოდიფიცირება და შემაჯამებელ გაკვეთილზე გამოყენება.

2. რესურსი "ანა ფრანკზე"
რესურსის მიზანია ჰოლოკოსტის შედეგების,  და ტოტალიტარული და დიქტატორული მმართველობის შედეგების გააზრება.
რესურსი იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

https://sway.office.com/VJyepaaX9VTN73lw?ref=Link




3. დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია 1921წ


    რესურსის დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია  შექმნა და გამოყენება განაპირობა თემის -„საქართველოს ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ“  შესწავლამ. მიზანი იყო მოსწავლეებს ვიზუალური მასალის გამოყენებით ჰქონოდათ თანაგანცდა საქართველოს საბჭოთა რუსეთთან ომისა,გაეაზრებინათ დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზები,დაენახათ თუ რა გავლენას ახდენდა მეზობელი სახელმწიფო ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე

https://sway.office.com/YwQ3BlZRXef7yCzl



4. რესურსი "სვანეთის მუზეუმი"


რესურსის „სვანეთის მუზეუმი „ შექმნა განაპირობა თემის-„ სვანეთი  საქრთველოს განძთსაცავი“ შესწავლამ.ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს  ქონოდათ შესაძლებლობა  ვიზუალურად დაენახათ  სვანეთის მუზეუმის ექსპონატები და გაეანალიზებიათ კულტურული ძეგლების  მნიშვნელობა  და ჩამოყალიბებოდათ ამ ექსპონატების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება.მიზნის მიღწევაში დამეხმარა  აღნიშნული რესურსი.მოსწავლეები იყვნენ გაკვეთილზე  აქტიურები და მოტივირებულები.









No comments:

Post a Comment